ფარმაქსი® არის ინოვაციური ონლაინ მაღაზია საქართველოში, რომელიც ეკუთვნის შპს უნიკორნ ევროპას. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოშობის საკვები დანამატებით, ყოველდღიური ჰიგიენის და ბავშვთა კვების პროდუქტებით ონლაინ საცალო და საბითუმო ვაჭრობა, ასევე მათი იმპორტი და დისტრიბუცია

მიზანი და ხედვა

ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უსფრთხო, ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროდუქტებიგავამარტივოთ მათი შეძენის პროცესი და შევთავაზოთ ბაზარს მომხმარებელზე ორიენტირებული უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

შევთავაზოთ ჩვენს თანამშრომლებს უსაფრთხო და მიმზიდველი სამუშაო გარემო. ჩვენს ბიზნესსტრატეგიაში ვითვალისწინებთ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ მიზნებს იმ ღონისძიებების მეშვეობით, რომელიც  კლიმატის და ბიომრავალფეროვნების დაცვისკენ არის მიმართული.

კომპანიის ხედვაა, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით მოიპოვოს ქართველი მომხმარებლის ლოიალურობა და გაუადვილოს მათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა

ღირებულებები

  • ხარისხის სტანდარტების დაცვა;
  • უსაფრთხოება და საიმედოობა;
  • საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა;
  • მუდმივი განვითარება.

წარმომადგენლობა

შპს უნიკორნ ევროპა არის მსხვილი ჩეხური და გერმანული კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში

Farmax ® - საკვები დანამატების წარმოება ტრადიციული ჩეხური ფარმაცევტული კომპანია SVUS Pharma®;