×
ბავშვთა კვება & ჰიგიენა
ჰიგიენა და თავის მოვლა
დამცავი საშუალებები
სადეზინფექციო საშუალებები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    წინამდებარე დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გადაცემა, როდესაც თქვენ www.pharmax.ge-ს  (შემდგომში “ვებგვერდი”) ეწვევით და შეკვეთას განათავსებთ.

    ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლითა და ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის განთავსებით, თანხმობას გვიცხადებთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაწოდებლად და მის გასაუმჯობესებლად. თქვენს შესახებ მიღებულ ინფორმაციას არ გამოვიყენებთ და არ გადავცემთ სხვა მხარეს გარდა ქვემოთ მოყვანილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 

    ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია ამ დოკუმენტში, იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც ჩვენს “წესებსა და პირობებში”.

    რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?

    როდესაც თქვენ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირდებით, ათავსებთ შეკვეთას, იწერთ სიახლეებს ან ავსებთ რაიმე სახის ფორმას, ჩვენ თქვენგან ვაგროვებთ გარკვეული სახის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგი სახის მონაცემებით: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, შესყიდვის ინფორმაცია, გამოსახულება, საფოსტო ინდექსი და ფინანსური ინფორმაცია (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს). ამგვარი სახის ინფორმაციას მოვიხსენიებთ, როგორც “პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას” - მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. 

    როდესაც თქვენ ჩვენს ვებგვერდს ეწვევით, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას თქვენი ვებ ბრაუზერის, თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის  - “IP” მისამართის, დროის სარტყელისა და თქვენს მოწყობილობაზე არსებული “cookies” შესახებ. ამასთანავე, თქვენს მიერ ჩვენი საიტის დათვალიერებებისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ნანახი კონკრეტული გვერდისა თუ პროდუქციის შესახებ,  ასევე იმაზე, თუ რომელმა ვებგვერდმა ან საძიებო სიტყვამ გადმოგამისამართათ ჩვენს საიტზე და როგორ ურთიერთქმედებთ ჩვენს საიტზე. ამგვარ ავტომატურ რეჟიმში შეგროვებულ ინფორმაციას მოვიხსენიებთ, როგორც “ინფორმაციას მოწყობილობის შესახებ.” 

    მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ შემდეგი ტექონოლგიების გამოყენებით:

    თქვენ გაქვთ საშუალება დათანხმდეთ ან უარი თქვათ  “cookies” ფუნქციის გამოყენებაზე და შეიტყოთ თუ როდის ხდება შესაბამისი მონაცემების გაგზავნა თქვენს კომპიუტეთან. თუ თქვენ უარს იტყვით მასთან დაკავშირებული მონაცემების მიღებაზე, შესაძლოა შეგეზღუდოთ გარკვეული სახის მომსახურება.

    რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

    თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას:

    ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 

    ჩვენ არ ვყიდით, ვცვლით და/ან სხვა რაიმე ფორმატით არ ვასხვისებთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. ეს არ მოიცავს იმ სანდო მესამე პირს, რომელიც ვებგვერდის ოპერირებაში, ბიზნეს საქმიანობაში ან თქვენთვის მომსახურების მოწოდებაში გვეხმარება ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებში. თქვენს შესახებ არსებული ინფორმაციის გამომჟღავნება შესაძლოა მოგვიხდეს, თუკი ეს ქმედება კანონით მიზანშეწონილია და ემსახურება ჩვენი ვებგვერდის პოლიტიკის სრულყოფას, ან იცავს  ჩვენსა თუ სხვის უფლებებს, საკუთრებასა და უსაფრთხოებას. თუმცა, არაპირადული საიდენტიფიკაციო სახის ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლის შესახებ შესაძლოა მიეწოდოს სხვა მხარეს მარკეტინგული, სარეკლამო თუ სხვა მიზნებისთვის.  

    როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

    თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ უსაფრთხოების მრავალ ზომას ვატარებთ, როდესაც თქვენ შეკვეთას აკეთებთ, შეგყავთ ან შეხება გავქთ პერსონალურ ინფორმაციასთან. გთავაზობთ უსაფრთხო სერვერის გამოყენებას. ყველა მიღებული სენსიტიური სახის ინფორმაცია გადაიცემა სტანდარტული უსაფრთხოების (SSL) ტექნოლოგიით და შემდგომ ხდება გადახდის პროვაიდერის მონაცემთა ბაზაში მისი დაშიფვრა, რათა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მსგავს სისტემებზე უფლებამოსილი პირებისთის ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესაბამისი დაცვით. 

    ჩვენ  ვაფასებთ თქვენს ნდობას, რომ გვავწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომაც, ყველანაირ საშუალებას ვიყენებთ მის დასაცავად. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა. ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას. 

    როგორ გიცავთ კანონი?

    თქვენს პირად მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

    თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. 

    კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, განუახლებელია ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყონებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს კანონმდებლობის, მომხარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება ფარმაქსს წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

    ფარმაქსს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ფარმაქსის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.  

    ცვლილებები

    წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ ჩვენს საქმიანობაში თუ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

    ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებული კითხვების ან რეკომენდაციების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: info@pharmax.ge